შეცდომის ტიპი 

. , „“ : ? ! ?! ...


მაგალითები
შეცდომაასწორია
ვერ გაანთავისუფლებენ პატიმარს.ვერ გაათავისუფლებენ პატიმარს.
       გვერდი 1 / 1      

კომენტარი

     გა-
ზმნისწინი ზოგ ზმნასთან გამოიყენება მხოლოდ ძველი ფორმით: გან- – განხორციელება, განკურნება, განვითარება, განსახიერება... ზოგ ზმნასთან კი გვხვდება როგორც ძველი, ისე ახალი ფორმით: განთავისუფლება// გათავისუფლება...
     
არ შეიძლება ამ ზმნისწინის გათიშვა და გა-სა და -ს შორის ხმოვნის ან თანხმოვნის ჩასმა: გაანთავისუფლა, გაუნთავისუფლებია... ასევე დაუშვებელია თანხმოვნის გამოყენება გა-ს გარეშე ან მის წინ ხმოვნის ჩართვა: კურნავს, ანთავისუფლებს, ანხორციელებს...
     სწორია: ათავისუფლებს, გაათავისუფლებს, გაათავისუფლა, გაუთავისუფლებია... ახორციელებს ან განახორციელებს, განავითარებს, განასახიერებს და არა: ანთავისუფლებს, გაანთავისუფლებს, გაანთავისუფლა, გაუნთავისუფლებია... ანხორციელებს, ანვითარებს, ანსახიერებს...
შეცდომის ტიპი მორფოლოგიური
მსგავსი შეცდომების ნახვა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი


Cyberia © 2008