ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი
მაგალითები | ||||
შეცდომაა | სწორია | |||
მან გაბედა და 150 წლიანი აზიური ტრადიციები დაარღვია. | მან გაბედა და 150-წლიანი აზიური ტრადიციები დაარღვია. ან: მან გაბედა და ასორმოცდაათწლიანი აზიური ტრადიციები დაარღვია. | |||
|
კომენტარი | |
თუ რთული სიტყვა (კომპოზიტი), რომელიც მიღებულია რიცხვითი სახელისა და სუფიქსიანი სახელის შერწყმით, ჩაწერილია ციფრების გამოყენებით, ციფრსა და სახელს შორის საჭიროა დეფისი: 10 წუთი – 10-წუთიანი, 3 სართული – 3-სართულიანი... შენიშვნა: თუ კომპოზიტი ჩაწერილია სიტყვებით, დეფისი არ უნდა: ათწუთიანი, სამსართულიანი... |
|
შეცდომის ტიპი | ორთოგრაფიული |
მსგავსი შეცდომების ნახვა |