კუთვნილებითი ნაცვალსახელი თავიანთი მესამე პირის მრავლობითი რიცხვის ფორმით წარმოდგენილი სუბიექტის კუთვნილებას გამოხატავს (ბავშვებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული), მხოლოობითი რიცხვის ფორმით გადმოცემული სუბიექტის კუთვნილებას კი თავისი გადმოსცემს. მაშასადამე, სწორია: თავიანთი ეზო დაბარეს ძმებმა და არა თავისი ეზო დაბარეს ძმებმა. თავიანთი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა სუბიექტი ერთგვარი ქვემდებარეებით არის წარმოდგენილი. სწორია: თავიანთი ეზო დაბარეს მამამ და შვილმა და არა თავისი ეზო დაბარეს მამამ და შვილმა. |