შეცდომის ტიპი 

. , „“ : ? ! ?! ...


მაგალითები
შეცდომაასწორია
ზოგჯერ ადამიანებს, თავისი სურვილის მიუხედავად, შეუძლიათ გაანადგურონ სილამაზე.ზოგჯერ ადამიანებს, თავიანთი სურვილის მიუხედავად, შეუძლიათ გაანადგურონ სილამაზე.
       გვერდი 1 / 1      

კომენტარი
     კუთვნილებითი ნაცვალსახელი თავიანთი მესამე პირის მრავლობითი რიცხვის ფორმით წარმოდგენილი სუბიექტის კუთვნილებას გამოხატავს (ბავშვებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული), მხოლოობითი რიცხვის ფორმით გადმოცემული სუბიექტის კუთვნილებას კი თავისი გადმოსცემს. მაშასადამე, სწორია: თავიანთი ეზო დაბარეს ძმებმა და არა თავისი ეზო დაბარეს ძმებმა.
     თავიანთი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა სუბიექტი ერთგვარი ქვემდებარეებით არის წარმოდგენილი. სწორია: თავიანთი ეზო დაბარეს მამამ და შვილმა და არა თავისი ეზო დაბარეს მამამ და შვილმა.
შეცდომის ტიპი სინტაქსური
მსგავსი შეცდომების ნახვა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი


Cyberia © 2008