ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი
მაგალითები | ||||
შეცდომაა | სწორია | |||
მე მიმაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, სხვაზეც უნდა იზრუნონ. | მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ საშუალება, სხვაზეც უნდა იზრუნონ. | |||
|
კომენტარი | |
თუ მთავარი წინადადება დამოკიდებული წინადადებით არის გახლეჩილი, ასახსნელი სიტყვა ბრუნვაში საკუთარ ზმნას უნდა უწევდეს ანგარიშს და არა მასთან უფრო ახლოს მყოფ წევრ-კავშირს. სწორია: ბავშვს, რომელიც თამაშობდა, დედამ დაუძახა და არა ბავშვი, რომელიც თამაშობდა, დედამ დაუძახა. აგრეთვე: ბავშვი, რომელმაც დედა დაინახა, მისკენ გაიქცა და არა ბავშვმა, რომელმაც დედა დაინახა, მისკენ გაიქცა. | |
შეცდომის ტიპი | სინტაქსური |
მსგავსი შეცდომების ნახვა |