შეცდომის ტიპი 

. , „“ : ? ! ?! ...


მაგალითები
შეცდომაასწორია
ეს სიტყვები ტერორისტების განცხადებას უფრო გავს.ეს სიტყვები ტერორისტების განცხადებას უფრო ჰგავს.
ეს მოწოდება ძალიან გავს ადრინდელს.ეს მოწოდება ძალიან ჰგავს ადრინდელს.
მაინც ვის გვანან ეს ახალგაზრდები?მაინც ვის ჰგვანან ეს ახალგაზრდები?
ეს ფეხბურთელები ძალიან გვანან ერთმანეთს.ეს ფეხბურთელები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
ეს ბიჭები სპეცსამსახურის თანამშრომლებს უფრო გვანან.ეს ბიჭები სპეცსამსახურის თანამშრომლებს უფრო ჰგვანან.
თქვენი სასმელი ჩვენს არაყს არ გავს.თქვენი სასმელი ჩვენს არაყს არ ჰგავს.
ეს განცხადებები ძველ ჩანაწერებს გავდა.ეს განცხადებები ძველ ჩანაწერებს ჰგავდა.
ეს საქციელი რას გავს?ეს საქციელი რას ჰგავს?
ნახატზე თვალი ნამდვილს გავს.ნახატზე თვალი ნამდვილს ჰგავს.
       გვერდი 1 / 1      

კომენტარი
     თუ ორპირიან ზმნას ირიბი ობიექტი შეეწყობა, მაშინ უნდა გამოვიყენოთ პრეფიქსები ჰ- ან ს-. სწორია: ის მას მოჰბეზრდა, სჭირდება... და არა: მობეზრდა, ჭირდება...
     გამოცნობის ხერხი: თუ კითხვაზე რა ქნა? ზმნას შეეწყო ნაცვალსახელები ის მას, მაშინ ობიექტი (მას) ირიბია. ბავშვი გაჰყვება დედას (მას). რა ქნა? გაჰყვა ბავშვი (ის) დედას (მას).
     შენიშვნა: ჰ- და ს- პრეფიქსები ასევე საჭიროა შემდეგ ზმნებში: მას ჰქვია, ჰყავს, ჰგავს, ჰქონდა, სტკივა... და არა: მას ქვია, ყავს, გავს, ქონდა, ტკივა...
შეცდომის ტიპი მორფოლოგიური
მსგავსი შეცდომების ნახვა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი


Cyberia © 2008