ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი
მაგალითები | ||||
შეცდომაა | სწორია | |||
ასეთი ადამიანები ბევრია ჩვენ შორის. | ასეთი ადამიანები ბევრნი არიან ჩვენ შორის. | |||
|
კომენტარი | |
არის ზმნა ხშირად იკვეცება, რჩება მხოლოდ -ა, რომელიც უერთდება სხვა სიტყვას: თამარი არის მასწავლებელი - თამარი მასწავლებელია; ბავშვი არის ცელქი -ბავშვი ცელქია; ის არის კარგი ადამიანი -ის კარგი ადამიანია. არის ზმნისაგან განსხვავებით მისი მრავლობითი რიცხვის ფორმა არიან არ იკვეცება და ცალკე დგას. სწორია: ბავშვები ცელქები არიან და არა ბავშვები ცელქებია; ისინი კარგი ადამიანები არიან და არა ისინი კარგი ადამიანებია; თამარი და გიორგი მასწავლებლები არიან და არა თამარი და გიორგი მასწავლებლებია. |
|
შეცდომის ტიპი | სინტაქსური |
მსგავსი შეცდომების ნახვა |